среда, 1 апреля 2009 г.

ადგილმდებარეობა


 სოფელი ანაგა მდებარეობს სიღნაღის რაიონში. სიღნაღის რაიონი კი კახეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რაიონია საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. რაიონს ჩრდილო დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრებიან: საგარეჯოს, გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონები, სამხრეთით დედოფლისწყაროს რაიონი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი (საზღვარი მდინარე ალაზანზე გადის), სამხრეთ დასავლეთით კი ქვემო ქართლის რეგიონი. სიღნაღის რაიონის ცენტრალურ რაიონში აღმართულია ჩრდილო-დასავლეთიდან სოლისებურად შემოჭრილი ცივ-გომბორის ქედის გრეხილი. ამ მთაგრეხილის ჩრდილო აღმოსავლეთ კალთაზეა შეფენილი სოფელი ანაგა. სოფლის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 41 გრადუსი და ა.გ. 45 გრადუსი.

  ანაგას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფელი ვაქირი.

  დასავლეთიდან – სოფელი კარდენახი.

სოფლიდან სამხრეთით, გომბორის ქედზე, მდებარეობს ქალაქი სიღნაღი-მანძილი 9 კმ. მანძილი ქალაქ წნორამდე, რომელიც აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარეობს–6 კმ.

  თბილისიდან ანაგამდე 111 კმ-ია. და აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარეობს.

  მანძილი კარდენახიდან ვაქირამდე ანუ განფენილობა დასავლეთიდან აღმოსავლეთით 1,5 კმ-ია.

  სოფელი კომპაქტურია, მჭიდროდ დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. სოფლიდან მოშორებითაა ვენახები, მარცვლეულის ნათესები, ბაღები, ბაღჩები.